ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველო
ზოგადი მიმოხილვა

საზოგადოება "ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველო" შეიქმნა 2000 წლის გაზაფხულზე. მის ძირითად ამოცანად მიჩნეულ იქნა საქრთველოში ინტერნეტის განვითარებაზე დაკვირვება და მისი ხელშეწყობა.

შექმნის პერიოდიდან დღემდე გამგეობის წევრებია: გურამ ბერიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი თოფურია, გიორგი კაშია, ვალერი ნანობაშვილი, სანდრო ქარუმიძე, ირაკლი ღარიბაშვილი.

საზოგადოება თავიდანვე შეეცადა დაემყარებია კავშირი პროვაიდერებთან, რაც დღემდე ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი ძირითადად პროვაიდერთა უნდობლობაა. ვერ დამყარდა მკაფიო კავშირი ვერც ხელისუფლებასთან. ძირითადად ხელისუფლების მიერ საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის გამო. არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლება არ იჩენს სურვილს ქართულ საზოგადოებას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ.

ჯერ კიდევ ე.შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება ინტერნეტის გვერდის აუცილებელ საჭიროებაზე. ამ ბრძანებულებით ყოველ სახელმწიფო უწყებას ევალებოდა ინტერნეტის გვერდის შექმნა და მასზე საჯარო ინფორმაციის განთავსება. ეს ბრძანებულება დღემდე შეუსრულებელია. მართალია ბევრ სახელმწიფო უწყებას აქვს გვერდი ინტერნეტში, მაგრამ უმეტესობა მათგანზე არ თავსდება საჭირო ინფორმაცია, არ ახლდება იგი.
თავფურცელი
ზოგადი მიმოხილვა
ჯგუფის საქმიანობა
ფინანსური ანგარიში
Web გვერდები
საქართველოს გვერდები
ინტერნეტი საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია
.GE დომენი
რეგისტრაცია
სტატისტიკა
კითხვა-პასუხი