ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველო


თავფურცელი
ინტერნეტის განვითარების ჯგუფი
ზოგადი მიმოხილვა
ჯგუფის საქმიანობა
ფინანსური ანგარიში
.GE დომენი
რეგისტრაცია
სტატისტიკა
კითხვა-პასუხი
ინტერნეტი საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია



Switch to English


კითხვა-პასუხი

რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი .ge ზონაში?
*.ge - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის;
*.com.ge (generic) - მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.edu.ge (generic) - მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
*.gov.ge (generic) - მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის;
*.org.ge (generic) - მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.mil.ge (generic) - მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისათვის;
*.net.ge (generic) - მხოლოდ ორგანიზიციებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან ქსელურ პროექტებს;
*.pvt.ge (generic) - მხოლოდ კერძო პირებისათვის
(იხილეთ .GE დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები - 1).

რა არის საჭირო დომენის რეგისტრაციისთვის?
1. იურიდიული პირისათვის - სრულად შევსებული ფორმა ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. ფიზიკური პირისათვის - სრულად შევსებული ფორმა რეგისტრანტის ხელმოწერით. ასევე აუცილებელია მისი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
3. ფორმაში მითითებულ სერვერებზე უნდა იყოს DNS ჩანაწერი დასარეგისტრირებელი დომენისათვის.
4. .edu.ge დომენის მსურველი ორგანიზაციისათვის დამატებით საჭიროა ლიცენზიისა და/ან აკრედიტაციის ასლი, ხოლო .gov.ge დომენის მსურველი ორგანიზაციისათვის - დასაბუთება, რომ ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს.
5. ყველა საჭირო საბუთი წარმოადგინეთ ”ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველო”-ს ოფისში რუსთაველის გამზ. 22, კაფე ”ნიკალასთან”.
6. განაცხადის მომტანს უნდა ჰქონდეს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.

ყველაფრის შევსება აუცილებელია?
ფაქსის ნომრის გარდა ყველა ველის შევსება აუცილებელია.

შეიძლება ორასოიანი დომენის რეგისტრაცია?
ზოგადი (generic) ტიპის დომენის შემთხვევაში შესაძლებელია, ხოლო მეორე დონის დომენი (*.ge) მინიმუმ 3 სიმბოლოიანი უნდა იყოს. (იხ. 1.7)

შესაძლებელია დომენში "_", "?", "&" ან "!" გამოვიყენო?
არა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ლათინური ასოების, ციფრებისა და დეფისის გამოყენება. დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ლათინური ანბანის ასოთი ან ციფრით. შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი. (იხ. 1.7)

რა ღირს დომენის რეგისტრაცია?
ფასები მოცემულია დომენის რეგისტრაციის წესებისა და პირობების დანართში (მე-7 გვერდი)

სად უნდა გადავიხადო რეგისტრაციის თანხა?
მხოლოდ "ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველო"-ს ანგარიშზე:
თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი ა/ა 3700057, ბანკის კოდი 220101830
გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი დომენი

თიბისი ბანკის კლიენტებისთვის შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ინტერნეტბანკინგის საშუალებით

როდის უნდა გადავიხადო რეგისტრაციის თანხა?
თანხა უნდა შეიტანოთ ან გადარიცხოთ დომენის რეგისტრაციიდან ან ვადის გასვლიდან 1 თვის მანძილზე

რა მოხდება, თუ დამაგვიანდა თანხის გადახდა? რა შემთხვევაში დავკარგავ დომენს?
რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 1 თვეში თუ არ გადაიხდით დომენის წლიურ ღირებულებას, დომენი გამოირთვება, მაგრამ 1 თვის მანძილზე დომენი ისევ თქვენია. თუ მაინც არ დაფარეთ დავალიანება, დომენი გაუქმდება.

რომელი დომენის აღება შემიძლია უფასოდ?
უფასოა რეგისტრანტზე მხოლოდ ერთი ცალი ზოგადი (generic) ტიპის დომენი.

რამდენ ხანში დარეგისტრირდება დომენი?
სწორად შევსებული განაცხადის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. (იხ. 5.3)

შეუძლია თუ არა უცხოელს .ge დომენის რეგისტრაცია?
უცხოური იურიდიული პირისათვის შესაძლებელია .ge დომენის რეგისტრაცია მხოლოდ ქართული იურიდიული პირის მეშვეობით (იხ. 1.9).
უცხოელ ფიზიკურ პირისათვის .ge დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ცხოვრობს და რეგისტრირებულია საქართველოში (მას უნდა ჰქონდეს ქართული პირადობის მოწმობა) (იხ. 1.8).

როგორ გავაგრძელო რეგისტრაციის ვადა?
დომენის რეგისტრაციიდან 1 წლის გასვლის შემდეგ უნდა გადაიხადოთ ამ დომენის წლიური ღირებულება და რეგისტრაცია ავტომატურად გაგრძელდება. (იხ. 2.2)

შეიძლება დომენის გაყიდვა, გადაცემა, ჩუქება?
არა

რას ნიშნავს რეგისტრაციის მოცდის რიგი?
როდესაც სასურველი დომენი დაკავებულია, თქვენ გაქვთ უფლება დადგეთ ამ დომენისათვის რიგში. ამისთვისაც საჭიროა შესაბამისი ფორმის შევსება და წელიწადში 2 ლარის გადახდა. დომენის გაუქმების შემთხვევაში თქვენ გეძლევათ უპირატესობა დომენის რეგისტრაციისათვის. (იხ. 4)

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი დომენის გადაცემა?
ა) რეგისტრანტის კანონიერ მემკვიდრეზე
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით
გ) საერთაშორისო ქსელური კონსორციუმის, ICANN/IANA-ს ან მის მიერ დასახელებული ორგანიზაციის მოთხოვნით (იხ. 3.1).



 © 2000-2006 ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველო
 ვებდიზაინი: ირაკლი ნასყიდაშვილი